საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა(VIDEO)

საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა(VIDEO)

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსანდრე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.