ვაჟა სირაძე: პოლიცია იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული, რამდენიც დასჭირდება პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას

ვაჟა სირაძე: პოლიცია იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული, რამდენიც დასჭირდება პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას

რამდენიც დასჭირდება იმას, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძოს მშვიდ ვითარებაში, იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული პოლიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პირები, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, პოლიციამ განარიდა.

„რაც შეეხება ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებს, მათ აქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოითხოვდა აქციის მონაწილეებისგან, რომ არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელების ბლიკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციის კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობდნენ პოლიციელებზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეთ ამ ადამიანებს და არ მიაყენონ პოლიციელს შეურაცხყოფა და არ იძალადონ მათზე,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სოციალისტი შენ გამზრდელს გაუმარჯოს შვილო ვაჟა! მაგარი კაცი ხარ! ვისაც საქართველოში მშვიდობა გვინდა ყველას გვეამაყები, ყველას ოჯახის იმედი ხარ!
5 წლის უკან