გიორგი ბარამიძე:  ეს ბერლინის კედელია საქართველოს დედაქალაქში? - იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში

გიორგი ბარამიძე:  ეს ბერლინის კედელია საქართველოს დედაქალაქში? - იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში

ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პოლიციის მიერ პარლამენტის შესასვლელების რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მიზანი, მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე ეჩვენებინა, თუმცა მისივე თქმით, ეს ივანიშვილმა დღეს თავად გააკეთა.

"მე მინდა, მივულოცო ბატონ ბიძინას და "ქართულ ოცნებას" აი, ეს საოცრება. აი, ამ გზას თუ დაადგა ივანიშვილი ღიად, ძალიან ცუდად... ეს რა არის? ბერლინის კედელი საქართველოს დედაქალაქში? და ჰგონია, რომ ამით შეძლებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას? ჩვენი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი სამარცხვინო სახიდან ნიღბის ჩამოხსნა და ასე კარგად თუ მოახერხებდა ამას თვითონ, არ მეგონა. პარლამენტის ბლოკირება თვითონ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა. ესენი არიან ხრუშოვის დონის ადამიანები, რომლებმაც ერთ ღამეში ააშენეს ბერლინში კედელი და ახლა თბილისში აგვიშენეს. იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში", - განაცხადა ბარამიძემ.

 

amo " ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში, - განაცხადა ბარამიძემ ". აბა თუ მიხვდები ბარამიძევ რატომ არ აკეთებს ამას პუტინი? მიხვდი ხომ? არ სჭირდება და იმიტომ! აბა მიდი გაუბედე? სარგებლობთ არა პატარა ქვეყანა რომ ვართ, ომის მდგომარეობაში რომ ვართ და იძულებული ვართ თქვენისთანა ნახირის (ვითომ მთელ საქრთველოს რომ წარმოადგენს) თავგასულობა ავიტანოთ, რათა ნჯეოების დამფინანსებლების რისხვა არ დავიმსახუროთ. თქვე ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო! ბიძინას მიეცა ერის ცოდვა თქენთან კოჰაბიტაციის გამო. ფუ, თქვენი . . .
5 წლის უკან