„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს, რომლის დროსაც მისი თქმით, სააკაშვილს ურჩია ეღიარებინა შეცდომები.
„სააკაშვილს ვარწმუნებდი, პირველად რომ ავედი მის რეზიდენციაში. ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა. მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი, აწიე თავი-მეთქი მიშას ვეუბნები. რამდენი კარგი რჩევა მომიცია შენთვის, ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას-თქო... გასწორდა წელში, შენ რომ გამოხვიდე და ხალხს მოუხადო ბოდიში, რაღაც გამომივიდა, რაღაც არ გამომივიდა, გულწრფელად განვიცდი ამას, მოვიდა ახალი გუნდი მე მათ ხელს აღარ შევუშლი, გარწმუნებ-მეთქი პოლიტიკურ იმუნიტეტს შეგინარუჩენებ-თქო, მაგრამ ამის გაგების უნარი არ ჰქონდა საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვუღალატებო, ასე მითხრა. შენ რომ დაგირეკაო, ხუთის წუთის მერე მე დამირეკაო და მითხრა ფეხი არ მოიცვალო მაქედანო“, - ჰყვება ივანიშვილი.
„ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა. ჩემთვის სამწუხაროა მათი გატეხილი თავი და ფუჭად გადაყრილი გონება თუ ძალა და ენერგია“, - ამბობს ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“.