“რად გინდა ასეთი ნაძრახი სიცოცხლე ?! შენ რომ შენს საკუთარ ქვეყანაში სალობიეში ვერ შეხვალ”- ამის შესახებ “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა TV -” პირველის” ეთერში პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“აი, ასეთ ნაძრახ სიცოცხლეს, მხოლოდ პრეზიდენტები თანმხდებიან. შენ რომ შენს საკუთარ ქვეყანაში სალობიეში ვერ შეხვალ და ახალგაზრდები მოვლენ ობიექტური პროტესტით, მწნილს მოგიტანენ, ვერ გამოდიხარ, ასეთი ნაძრახი სიცოცხლე რად გინდა?! “,- თქვა ჩარკვიანმა.