ხვალიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მძღოლებმა გაფიცვა რამდენიმე წუთის წინ შეწყვიტეს, მას შემდეგ რაც სოსო ჯაჭვლიანს შეხვდნენ. გადაწყდა, რომ შექიმნება სპეციალური სახელმწიფო საგამოძიებო კომისია, რომელიც სატრანსპორტო სამსახურის საქმიანობას შეისწავლის. მძღოლების მოთხოვნა უცვლელი რჩება. თექვსმეტპუნქტიან მოთხოვნებს, რომელიც ხელფასების გაორმაგებას და საკონტრქტო პირობების შეცვლას ეხება, დღეს ახალი მოთხოვნა დაემატა. მძღოლები მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ლევან კოპლატაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ მძღოლებმა სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზაზა შამუგიას კანდიდატურა წამოაყენეს.