კვების ობიექტ “ბიას” მეპატრონემ გიორგი იოსავამ აღშფოთება გამოთქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მის სალობიეში სტუმრობაზე და განაცხადა, რომ რუსეთის მონებს არ აქვთ უფლება ქართული ლობიო დააგემოვნონ. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ასეთ განცხადებას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც რუსული ტელეარხ – «Кухня ТВ»-ს ვარსკვლავია და რუსული არხის მაყურებლებს ქართული კერძების მომზადებას ასწავლის.
გიორგი იოსავა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს.
“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე ბიას ესტუმრა სალომე “ბუა”… სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს”, – წერს გიორგი იოსავა Facebook-ზე.
ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი სალობიეში იყო, თბილისში აქცია იმართებოდა. ზურაბიშვილს პოლიციის კორდონის გავლით მოუწია სალობიეს დატოვება.