თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ დედაქალაქის მერი კახი კალაძე საკრებულოდან გააპარეს. დღეს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოდან გააპარეს. „ ჩემი კითხვების შეკითხვების შეეშინდა, თორემ მუსკულებზე კი არ ვიყურები და მაგისავით კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი კი არ ვარ“. - განუცხადა “2020NEWS“-ს ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილმა “2020NEWS“-თან საუბარში აღნიშნა, როდესაც კალაძის დაცვამ ის დაინახა, აფაცურდნენ და კალაძე გააპარეს. მისივე თქმით, თბილისის მერმა ჟურნალისტები ნახევარი საათი ალოდინა, თუმცა შემდეგ კომენტარი აღარ მისცა და ისინი დიდუბეში დაიბარა.
“კალაძეს საკრებულოში დეველოპერებთან ჰქონდა შეხვედრა. ეგ ხომ არაადექვატურია, ვერ ხვდება ქვეყანაში რა ხდება, თითქოს, ძალიან საქმიანია. გენგეგმა ხომ საკუთარ თავზე აქვს მორგებული და მხოლოდ სამშენებლო ბიზნესი აინტერესებს. მაგრამ, მთავარი აქ არის ის, რომ აქციიდან შევედი საკრებულოში და რომ გავიგე კალაძე იქ იყო, ფოიეში გადავინაცვლე, სადაც მას განცხადება უნდა გაეკეთებინა. შეხვედრის სხვა მონაწილეები ჩამოვიდნენ, კომენტარები გააკეთეს, მათ შორის იყვნენ კალაძის მოადგილეებიც. მორჩა კომენტარების გაკეთება და ჟურნალისტები კალაძეს ელოდებოდნენ. თუმცა, როგორც კი კალაძის დაცვამ დამინახა, რომ ფოიეში ვიყავი, ესევე დაფაცურდნენ და უთხრეს, რომ ხაბეიშვილი ელოდებოდა.
რას ველოდებოდი? მარტივი კითხვები უნდა დამესვა -რატომ მოატყუა მთელი საქართველო ბიძინა ივანიშვილმა, რატომ იყო კომოს ტბაზე და რამდენად ადეკვატურია ახლა როგორც იქცევა? მერი პარტიულ მუშაკად გადაიქცა. საბოლოო ჯამში ,მერი კი არა, ბიძინა ივანიშვილის სპიკერია. მარტო ვიყავი და ეს კითხვები უნდა დამესვა. თუმცა, როდესაც დაინახეს, რომ იქიდან წასვლას არ ვაპირებდი, ამის გამო ჟურნალისტები 30 წუთი ალოდინეს.
შემდეგ ჩამოვიდა კალაძის სპიკერი და უთხრა, რომ მერი იქ არ გააკეთებდა განცხადებას და სამ საათზე დიდუბეში ეტყოდათ კომენტარს. ასე რომ, დაიმალა კალაძე და საკრებულოდან გააპარეს“, - განუცხადა ხაბეიშვილმა “2020NEWS“-ს.
ჩვენს კითხვაზე, უკანა გასასვლელიდან დატოვა თუ არა კალაძემ საკრებულოს შენობა, ხაბეიშვილი ასე გვპასუხობს: „არ ვიცი, რადგან ფოეშ ველოდებოდი. მე არ ვიცი უკანა გასასვლელები, უკან-უკან არ დავდივარ. რა თქმა უნდა საკრებულოს რამდენიმე გასასვლელი აქვს. ფაქტია, რომ ცენტრალური შესასვლელიდან არ გასულა. ეს კი, იმას ნიშნავს რომ კაცს ეშინია. ერთი ადამიანი ვიყავი მისული, ჩემი კითხვების შეკითხვების შეეშინდა, თორემ მუსკულებზე კი არ ვიყურები და მასავით კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი კი არ ვარ“. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერი დეველოპერების წარმოამდგენლებს საკრებულოს შენობაში შეხვდა.