ნიკა გვარამიამ გუშინ საღამოს ეთერში მიხეილ სააკაშვილი ჩართო და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ახალი სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამაა.
გვარამიამ სააკაშვილის მიმართა ქებათა- ქება არ დაიშურა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ის ყოფილი პრეზიდენტზე მასშტაბურ ქართველ პოლიტიკოსს ქართულ პოლიტიკაში დღეს ვერ ხედავს.
“დღეს რაც ვნახე, აი ამ ჭაღების, ყველაფერი სისულელის, აზერბაიჯან-საქართველოს შორის ლამის კონფლიქტის გაჩაღების, ბევრი უმძიმესი და მავნებლური შეცდომის შემდეგ, დღეს რაც ვნახე, რესტორანში, სალობიეში, არ ვიცი მოქეიფე თუ რას შვრებოდა, ალბათ მიირთმევდა რამეს ხო?! მე წარმოდგენაც კი არ მაქვს რა კომენტარი გავაკეთო! მე რა კომენტარიც მინდა გავაკეთო, იმ კომენტარს ჩემი თანამშრომლების თხოვნით, ამ ტელევიზიაში არ გავაკეთებ და არც ვაპირებ.
ეს ქალი აირჩია იმ ხალხმა, ვინც მიესალმება იმას, რომ საქართველოს ახალი სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამა მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ გიხაროდეს მისი პოლიტიკური დევნილობა და თან მოგწონდეს სალომე ზურაბიშვილი, ეს ფსიქიკის სტაბილური მდგომარეობა არ მგონია, ბოდიშს ვიხდი ყველასთან” – განაცხადა გვარამიამ.