ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:
“კასრები წყვეტენ ყველაფერს
კასრები, რომლებშიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ფირებს ინახავდნენ და მიწაში ფლავდნენ, ახლა რუსთაველის გამზირზე გამოათრიეს ნაცებმა.
როგორც ჩანს, იმ კასრებში ბევრ მაშინდელ ოპოზიციონერზეც ინახავდნენ საინტერესო ფირებს და იქნება, ამიტომაც არის, რომ ის ძველი ოპოზიციონერები ახლა ნაცებთან ერთად მიათრევენ კასრებს რუსთაველზე.
როგორ ჩანს, კასრები წყვეტენ ყველაფერს.” – წერს ხუბუა სოციალურ ქსელში.
სტალინის პერიოდი - "კადრები წყვეტენ ყველაფერს!"
პოსტმიშისტური პერიოდი - "კასრები წყვეტენ ყველაფერს!"