კობახიძე:

კობახიძე: "სალობიეში თუ ვინმეა, ესაა თვითონ ოპოზიცია"

სალობიეში თუ ვინმეა, ესაა თვითონ ოპოზიცია, კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია, რომ მიხვდნენ სად მისულიყვნენ - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას პრეზიდენტის გუშინდელ ვახშამზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ სალობიეში ვახშმობდა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების შესასვლელის პიკეტირება მოეხდინათ. დემონსტრანტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ -"გრცხვენოდეს". სალობიედან გამოსვლას, პრეზიდენტის გარდა, სხვა სტუმრებიც ვერ ახრხებდნენ. მოგვიანებით, პრეზიდენტი რესტორნიდან პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს.