პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად, დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შეღწევა მაინც შეძლეს.
სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება, რომელმაც საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა, დაუბრუნდნენ საკანონმდებლო ორგანოს და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი ეს უფლება იქნება დაცული მაგრამ მეორეს მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესიც, ვინც ელოდება რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალურ ფუნქციონირება იქნება ასევე, განუხრელად დაცული. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ არ დაზარალდენენ უბრალო მოქალაქეები, ამიტომ მინდა კიდევ ერთელ ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.