ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:
“დღის შემაჯამებელი პირადი მოსაზრებები:
- ხაზგასმულად ყველგან საჯაროდ ვამბობ – პროტესტი სამართლიანია, მაგრამ როგორც კი დაიწყებენ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების მათ სამსახურში მისვლის, გადაადგილების შეზღუდვას, ეს უკანონოა და პოლიციის ძალით აღსაკვეთია!
- ნაცსექტის მესიჯია, რომ ‘ვარდების რევოლუციაზე’ მეტი პროტესტის გამომხატველია და პარლამენტის ბლოკირება სამართლიანია. ვრცელდება მიშას განცხადებები, ივნისის ფოტოებით ნოემბრის პროტესტად გასაღება, სუბიექტური ტელეარხების მიერ ხულიგანი МГИМО-ელი ელენე ხოშტარიას პოლიციის მანქანის ‘კაპოტზე’ შეხტომა როგორც მისი დაკავება, პოლიციის მიერ შეშისა და კასრების ჩამორთმევა, როგორც პოლიციური ტერორი (ერთი გაბედონ და შეშა და კასრები მიიტანონ უესტმინსტერის სასახლესთან).
- ტემპერეტურის მაქსიმალურად აწევის უშედეგო მცდელობა – ევროპარლამენტი დაგმობს [შესაძლოა, ცალკეული ევროპარლამენტარები], ეგ არაფერს ცვლის.
- ჯერ არ გვინახავს OSCE/ODIHR ანდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები ‘გერმანული მოდელის’ მიღება-მიუღებლობაზე.
- სექტა ვითომ არ იმჩნევს და მოუწევს, IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე რენდი შოინემანის ნაცების 2004 წლიდან დადასტურებულ ლობისტობაზე პასუხის გაცემა.მის PR-კომპანია Orion Strategies ადრე მილიონებს უხდიდნენ, ბოლო, 2019 წ. ოქტომბრის კონტრაქტით კი, 1 წელიწადში $250.000 უნდა გადაუხადონ შეკვეთილ კომენტარებსა და კოლექტიურ დეივიდ კრემერებში (IRI-ის ბორდის წევრი). ამ კონტრაქტით სექტაში მოიაზრება,რომ 2020-ის ოქტომბერში არჩევნებია.
- საზოგადოების დიდ ნაწილს ეს საარჩევნო სისტემა ადარდებს?.. გასული კვირის ტელერეიტინგები ვნახე, არ გავაპიარებ, არ მევასება ეგ გადაცემა და თურმე ეგ და კიდევ სხვა მსგავსი ყვითელნი რეიტინგებში უსწრებენ პოლიტიკურ თოქშუებსა და საინფორმაციოებს.
როგორც იტყვიან, ვნახოთ/Remains to be seen…
P.S. ფოტოებზეა მიშას მესიჯბოქსი, ქ-ნი ნანული ჟორჟოლიანის შესაბამისი გზავნილი – ივნისის პროტესტის ფოტო [ამ ყინვაში მოკლემკლავებიანნი] გასაღებული როგორც 25 ნოემბრის და ‘ელონ მასკის კოსმოსური დრონებიდან’ დანახული რუსთაველის გამზირი” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.