აქციაზე არის „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იყენებს სამოქალაქო აქტივიზმს ფარად, რათა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ბოიკოტს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი დანაყოფები.
„ბოიკოტის შესახებ მე ყველა იმ დეპუტატისგან არ მომისმენია, რომლებიც არიან პარლამენტის წევრი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" ძველი ახალი დანაყოფები და კიდევ ის ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ეს გასაგებია მიუხედავად იმისა, რომ ამათ დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს წინა ხაზზე, რომლებიც ცდილობენ, ყველანაირი პროვოკაციაზე წავიდნენ. ეს არის „ნაცმოძრაობის" გეგმა. აქ არ არის სრულად ოპოზიცია, არის ოპოზიციის ნაწილი. საქართველოს პარლამენტში „ნაცმოძრაობის" გარდა, არის კიდევ სხვა პარტიები, ასევე უპარტიო დეპუტატები ისინიც ოპოზიცია", - განაცხადა კილაძემ.
კითხვაზე, როგორ შევიდა პარლამენტის შენობაში, კილაძემ უპასუხა: „შემოვედი ისე, როგორც ყოველდღე შემოვდივარ".