ჩვენ ჩავშლით არჩევნებს - ოპოზიცია

ჩვენ ჩავშლით არჩევნებს - ოპოზიცია

თუ დარჩება შერეული საარჩევნო სისტემის მოდელი, ჩავშლით არჩევნებს... - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

“თუ დარჩება შერეული მოდელი, ის მოდელი, რომლითაც ივანიშვილმა უნდა მიიტაცოს სახელმწიფო - კალაძემაც, ღარიბაშვილმაც, გახარიამაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში შერეული მოდელით არჩევნები არ ჩატარდება. 3700 უბანია საქართველოში, თითოეულ უბანზე, მთელი ოპოზიცია გამოვიყვანთ 100-100 ადამიანს, გვჭირდება საყვირები, სასტვენები, დოლები და ჩავშლით იმ არჩევნებს… თუ ამ არჩევნებს ჩავშლით, 45 დღეში, კონსტიტუციით, დაინიშნება სამართლიანი, პროპორციული არჩევნები”, - აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა და ეს გადაწყვეტილება აღარ ჰგადაიხედება. მისივე თქმით, უმრავლესობა არ დააყენებს კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.

ზურაბი თუ ეგ საარჩევნო სისტემა არაა სამართლიანი, გამოდის თქვენ 9 წელი მიტაცებული გქონდათ ხელისუფლება,რის გამოც ყველანი დასწერები ხართ.
5 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციას" ვურჩევდი რამოდენიმე აქცია-პერფომანსი აშშ-ს და ინგლისის საელჩოსთან გამართოს. იქ ხომ სრულად "დანაშაულებრივი" მაჟორიტარული სისტემიტ ტარდება არჩევნები...
5 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციას" ვურჩევდი რამოდენიმე აქცია-პერფომანსი აშშ-ს და ინგლისის საელჩოსთან გამართოს. იქ ხომ სრულად "დანაშაულებრივი" მაჟორიტარული სისტემიტ ტარდება არჩევნები...
5 წლის უკან