მუნიციპალური ავტობუსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. გლდანის მეორე სამგზავრო ავტოპარკთან შეკრებილები იმ პუნქტების შესრულებას მოითხოვენ, რომელიც საკონტრაქტო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაორმაგებას ეხება. გუშინ კი გაფიცულებმა კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენეს და მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ლევან კოპლატაძის გათავისუფლება მოითხოვეს