რამაზ საყვარელიძე: „სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის... იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა“

რამაზ საყვარელიძე: „სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის... იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა“

„სამოქალაქო დაპირისპირება, ფაქტობრივად, უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დაპირისპირებას აქციის აქტივისტებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის.

„როგორც „ნაციონალებს“ აქვთ განსხვავებული აზრი და ამის დასაცავად გამოდიან, თანაც ასე ემოციურად და ცდილობენ, კანონის ზღვარზე გაიარონ, მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომლებიც ასევე თავიანთი აზრის დასაცავად გამოდიან, გაუჭირდებათ თავის შეკავება. ფაქტია, სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია.

„იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა. სამართალდამცავები მოახერხებენ, მხარეები ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.