დავით ჭიჭინაძე:

დავით ჭიჭინაძე: "ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, გულანთებული ახალგაზრდები არიან და ხელისუფლება მათ შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს"


რეზონანსი
24.11.2019

ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, გულანთებული ახალგაზრდები არიან და ხელისუფლება მათ შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს - ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

"ხელისუფლების ახალგაზრდებთან დაპირისპირება ყველაზე ცუდია, ამიტომ ხელისუფლება მეტად დამთმობი უნდა იყოს და სიტუაციას ისე არ უნდა ძაბავდეს, როგორც ამას აკეთებს. არა მგონია ეს დაპატიმრებები რამეს იძლეოდეს ხელისუფლებისთვის. ოპოზიციას რაც შეეხება, პროტესტის რეჟიმშია, რადგან ადამიანები არიან შეურაცხყოფილები და მოტყუებულები.

მეც მოტყუებულად ვგრძნობ თავს და ვაფიქსირებ კიდეც ამას, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა ვიყოთ შეთანხმებული. ტყუილი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ხელისუფლებამ დაუშვა და თავს უფლება მისცა, რომ საზოგადოებისთვის ასეთი ტყუილი ეკადრებინა. ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას იკრიბებიან. არსებობს ფორმატი - ყველა ერთის წინააღმდეგ და ამაში უნდა იყოს ყველა. არის შიდა შეთანხმებები, რომელიც უნდა დაიცვან ხოლმე ადამიანებმა ზოგადად." - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

სოციალისტი გულანტებული კი არა, უზრდელი, უპასუხისმგებლო თავხედები არიან!
5 წლის უკან
სოციალისტი პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
5 წლის უკან
სოციალისტი ჰოდა უკვე კიდეც აყვავდა და კიდეც აგულავდა!
5 წლის უკან