„ნურავის ნუ შეეშინდება, რომ ვინმეს მიშა მოჰყავს“, - თაკო ჩარკვიანი კიევში გამართულ შეხვედრაზე

„ნურავის ნუ შეეშინდება, რომ ვინმეს მიშა მოჰყავს“, - თაკო ჩარკვიანი კიევში გამართულ შეხვედრაზე

„გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არის სრული თავისუფლება. ჩვენ გავერთიანდით ერთი თემის ირგვლივ და ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვაქვს შეხვედრები, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ვინ ვისთან წავა და ვის შეხვდება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრას უკრაინაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, შეხვდა ძველ თანამებრძოლებს და ოპონენტებს და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან ერთიანობას არ აქვს ალტერანატივა.

„იყო თუ არა შეთანხმება „ნაცონალურ მოძრაობაში“ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. პირადად მე ვიცოდი, რომ გუბაზი აპირებდა სააკაშვილთან შეხვედრას. ვალერი გელაბხიანის შესახებ არაფერი ვიცოდი, პოსტფაქტუმ გავიგე, რომ ბატონი ვალერიც შეხვდა სააკაშვილს.

„გაერთანებულ ოპოზიციაში“ სრული თავისუფლებაა. ჩვენ გავერთიანთდით მხოლოდ ერთი თემის ირგვლით და ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამიტომ შეხვედრები გვაქვს ყველა პარტიასთან და გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინ ვისთან წავა და ვის შეხვდება.

„პირადად მე არ გამკვირვებია გუბაზის შეხვედრა სააკაშვილთან. ალბათ ეს ორმხრივად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ნურავის ნუ შეეშინდება, რომ ვინმეს მიშა მოჰყავს. უბრალოდ, სააკაშვილი ნამდვილად ჭკვიანი პოლიტიკოსია და საქართველოს ნიჭიერი პოლიტიკოსები დასაკარგი არ ჰყავს.

„რა გაუკვირდათ?! შე კაცო, ბურჯანაძის გვერდით აღმოვჩნდით მთელი „გაერთიანებული ოპოზიცია“... თუცმა გამოვრიცხავ, რომ სააკშვილი და ბურჯანაძეც შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან ეს შეხვედრა თავად სააკაშვილს დააზიანებს.

„ბურჯანაძის პოზიცია საგარეო ვექტორთან დაკავშირებით გაცხადებულია. დღეს ის უბრალოდ რეპუტაციის აღსადგენად იბრძვის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სოციალისტი პროპორციული საარჩევნო სია უნდათ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს! ჩვენ ხალხს, რიგით არაპარტიულ ადამიანებს არ გვინდა!
5 წლის უკან