მეუფე იაკობი სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას ფიზიკურად გაუსწორდა! -

მეუფე იაკობი სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას ფიზიკურად გაუსწორდა! - "მომიწია ხელით შეხება"

მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მეუფე პეტრეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რადგან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პატრიარქისკენ იწევდა.

„დავტოვე თანამდებობები, მაგრამ დავრჩი იმად ვინც ვარ. მომიწია ხელით შეხება პეტრესთვის. იწევდა უწმინდესისკენ. რა ფორმითაც გამოვიდა, რომ ვესწრებოდი სხდომას იმიტომ გამოვიდა იმ ფორმით, ჯვარი ეკიდა? ქუდი სწორედ ეხურა? ჩამოწყდა ალბათ. სულიერების აღარაფერი დარჩა“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტობა ჩამოართვეს. მისი მტკიცებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.