დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა. ეს ინფორმაცია Imedinews-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.
ჯერ უცნობია, როდის მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურა.
ამავე საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინეს.