მე დავთხარე ბავშვებს თვალი? არ შევალ პარლამენტში - სოფო ქაცარავას შემცვლელმა მანდატზე უარი თქვა

მე დავთხარე ბავშვებს თვალი? არ შევალ პარლამენტში - სოფო ქაცარავას შემცვლელმა მანდატზე უარი თქვა

ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც ”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, სოფო ქაცარავას ნაცვლად უნდა შესულიყო პარლამენტში, დეპუტატის მანდატზე უარი „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ქაშაკაშვილი ”ევროპული საქართველოს” ლიდერის, აკაკი ბობოხიძის ნათქვამმა გააბრაზა.

დებატების დროს ბობოხიძემ მას უთხრა, რომ ”ოცნებამ” თვალები დათხარა ბავშვებს.

”მე დავთხარე თვალები? აი, ახლა უარს ვამბობ პარლამენტში შესვლაზე. კენჭს ვიყრი მაჟორიტარად. დამოუკიდებელ მაჟორიტარად და ისე შევალ პარლამენტში,”- განაცხადა აღელვებულმა ქაშაკაშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფო ქაცარავამ უმრავლესობა და დეპუტატის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც ”ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

სოციალისტი ბატონო ბენო გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა გიორგის მადლი გადმოსულიყოს თქვენზე და თქვენს ოჯახზე. ქართველებო, მორწმუნეებო, ვინც გულით ატარებთ ღვთის სიყვარულს, წმინდა გიორგის იმედი გაქვთ, ყველას გილოცავთ გიორგობას! წმინდა გიორგის მადლმა გაგაძლიეროთ! გაჯუმარჯოს საქართველოს!
5 წლის უკან
სოციალისტი გაუმარჯოს საქართველოს!
5 წლის უკან
სოციალისტი ამ საიტის ღირსეულ კოლექტივს, იუზერებს განსაკუთრებით გილოცავთ გიორგობას! ღმერთმა გაგაძლიეროთ მართალ საქმეში!
5 წლის უკან