ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევა აცხადებს, რომ „ვერც ქართველმა პოლიტიკოსმა და ვერც დასავლელმა დიპლომატებმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომ იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ სამხრეთ ოსეთისგან ახირებების შესრულება მოითხოვონ, თანაც „დაუყოვნებლივ".
ამის შესახებ კოტაევამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ხელოვნური ხმაური ატეხეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით ყველა გამოვიდა, დაწყებული პატრიარქით ილია მეორეთი და ამერიკის საელჩოთი დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი განცხადებებში იყენებს სიტყვას „დაუყოვნებლივ". ვერც ქართველმა პოლიტიკოსებმა და ვერც დასავლელმა დიპლომატებმა ვერ გაიაზრეს, რომ არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ სამხრეთ ოსეთისგან საკუთარი ახირებების შესრულება მოითხოვონ, თანაც „დაუყოვნებლივ". აღზრდა და რეალური მდგომარეობა მხოლოდ თხოვნის ფორმას ითვალისწინებს და არა მოთხოვნას. ალბათ არ აქვს აზრი ავუხსნათ ქართველ პოლიტიკოსებს და მათ ამერიკელ კოლეგებს, რომ შეუძლებელია ვაჟა ექიმი თბილისიდან სამრეთ ოსეთში პაციენტთან უბრალოდ ჩასულიყო, თუ ის ჩუკოვსკის ზღაპრის „აიბოლიტის" გმირი არ არის, რომელსაც შეეძლოო ერთ დაძახებაზე მგელზე ამხედრებულს პაციენტებთან აფრიკაში აღმოჩენილიყო", - განაცხადა კოტაევამ.