გია აბაშიძე ეკა გიგაურის განცხადებას ეხმაურება:  “ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი! – სირცხვილი!

გია აბაშიძე ეკა გიგაურის განცხადებას ეხმაურება:  “ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი! – სირცხვილი!

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებას, რომელიც “2020news.ge”- ზე გამოქვეყნდა, ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ეკა გიგაურის ასეთ განცხადებას ჰქვია ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი! საპრეზიდენტო საარჩევნო პერიოდში ხომ გახსოვთ გიგაურისა და მისი კოლეგების ტყუილი ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე? და ესენი გვასწავლიან როგორ ვებრძოლოთ ოკუპანტი პუტინის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და ‘ფეიკნიუსებს’? რასაკვირველია, ეს აქაური ზოგიერთი ‘ფაქტჩეკერის’ ყურადღების მიღმა დარჩება. სირცხვილი!” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში, აღნიშნული პოსტის კომენტარში კი დასძენს:

“როგორ მყარდება ჩემი არგუმენტები, გაზაფხულზე მას და კიდევ რამდენიმე ‘ენჯეოს’ ნაცების მოკავშირეები რომ ვუწოდე.”

გთავაზობთ ეკა გიგაურის განცხადებას “2020news.ge” – ზე გამოქვეყნდა:

“თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არ არიან ეფექტურები და არ აკონტროლებენ ჩვენს ტერიტორიაზე რუსების მოქმედებას”, – ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „კაგებეს“ მიერ, ქართველი ექიმის სატელეფონო საუბრების, გადაადგილებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს.

“თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არ არიან ეფექტურები და არ აკონტროლებენ ჩვენს ტერიტორიაზე რუსების მოქმედებას. ისეც შესაძლებელია, რომ ინფორმაცია ჩვენი სპეცსამსახურებიდან გავიდა. სავარაუდოა, რომ ინფორმაციამ ან გაჟონა, ან მიაწოდეს, რაც აღმაშფოთებელია და ხელისუფლებამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს”, – აცხადებს ეკა გიგაური.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩანაწერები, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა, ადასტურებს, რომ რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა ჩანაწერები გუშინ გაავრცელა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდან არის ამოღებული.

„რუსეთის მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. აღნიშნულ ჩანაწერებს და დიალოგებს არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მხოლოდ ააშკარავებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილ სცენარს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მხრივ. ისევე როგორც ანდროიდის უმეტეს მომხმარებელს, ვაჟა გაფრინდაშვილსაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა გადმოწერილი ხმის ჩამწერი აპლიკაცია მობილურში. ამასთან, პირადი საუბრების საჯაროდ გავრცელება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია“, – ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.

 

trampi ეს რომ მტერზე მტერია..... ეხლა გაიგეეთ??
მინდია უგრეხელიძე მაგათ საქართველოში უცხოელების მიერ გადმოსხმულ დივერსანტებს ეძახით

დაჟე დივერსანტზე უარესია, უარესი
მაგრამ რა ენაღვლება რააა ...... დათვის მეგობარია და გააატრაკებს აბა რას იზამს
ფული ფული ბაბაია
ისე ეგ მარკ მალენის გამოზრდილი წიწილაა.........
4 წლის უკან