არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები და არა იტალიაში დასასვენებლად

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები და არა იტალიაში დასასვენებლად

ხედავთ, რომ არა იტალიაში, არამედ საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ინფორმაციის შემცველი სიუჟეტები მიკერძოებული და პოლიტიზებული იყო.

„მთავარმა არხმა" და „ფორმულამ" გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, რომლის ავტორებიც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ მე ახლა კომოს ტბაზე, იტალიაში დასასვენებლად ვიმყოფები. სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ მე დღეს, როგორც ყოველთვის, დილიდან ვარ საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება ყველაზე მთავარ საკითხს, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, გადაწყვეტილება 2024 წლიდან პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ გაწერილია კონსტიტუციაში. არც ერთ წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას, იქნება სიმშვიდე. არავის არ მივცემთ საშუალებას, დესტაბილიზაცია შემოიტანოს ქვეყანაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

 

tngh საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძის ორეულია, თვითონ კი, იტალიაში იყოფება... "უჩინმაჩინის" ქუდით...
4 წლის უკან
tngh საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძის ორეულია, თვითონ კი, იტალიაში იყოფება... "უჩინმაჩინის" ქუდით...
4 წლის უკან