თეა წულუკიანი: „მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“ 

თეა წულუკიანი: „მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“ 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ უწყებების ჭიშკრებზე "დაბოქლომების" პროცესს არასერიოზულს უწოდებს.

„ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი. როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციებისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ", -განაცხადა თეა წულუკიანმა.