სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავს, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზულსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.
პროფესიონალური რჩევებისთვის, საქართველოში ყველაზე იაფ ჰიპერმარკეტს, „გორგიას“ ვესტუმრეთ.
„გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც დიდთოვლობა ხშირია, შინგლის მასალის სახურავია რეკომენდებული.
ეს მასალა ყველაზე კარგად უძლებს სიმძიმეს, თოვლი არ დაცურდება და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს არ შეუქმნის. არც სახურავის გასუფთავებაა პრობლემა, რადგან ამ მასალაზე თავისუფლად შეიძლება მოძრაობა უსაფრთხოდ, რადგან ფეხი არ ცურავს და სიარულის შედეგად არც სახურავი ზიანდება. შინგლი ანუ რბილი გადახურვა, ასევე რეკომენდებულია ფანჩატურების, ღია აივნებისა და მოსასვენებელი სივრცეების გადასახურად, რადგან ხმას მაქსიმალურად ახშობს და წვიმის ხმაც არ შეგაწუხებთ. არ იჟანგება, არ ლპება და სხვადასხვა მოდელის მიხედვით, 20–დან 55 წლამდე ერთგულად გემსახურებათ.
ყველაზე ცხელი რეგიონებისთვის რეკომენდებულია კრამიტი. ბუნებრივი თიხის კრამიტი საუკეთესოდ უძლებს ყველაზე მაღალ ტემპერატურას და საუკეთესო სითბოს იზოლატორია.
ამგვარად, სახლის კონდიცირებაზე საგრძნობლად შეამცირებთ ელექტროდანახარჯს. ახასიათებს მაღალი მექანიკური სიმტკიცე, ჰაერგამტარობა, თერმული გაფართოების დაბალი კოეფიციენტი, წყლის შთანთქმის კოეფიციენტი საშუალოდ 3%-ია, ყინვაგამძლე და ცეცხლგამძლეა. ამ ტიპის გადახურვას საცხოვრებელი სახლების ან სხვა დახრილი სახურავის მქონე ნებისმიერი შენობა-ნაგებობისთვის იყენებენ, სართულების რაოდენობას მნიშნელობა არ აქვს. საექსპულატაციო ვადა მართლაც შთამბეჭდავია, რადგან კრამიტმა შეიძლება 150 წელი გაძლოს ყოველგვარი რემონტის გარეშე. ღვინის მარნებსა და კერძო სასტუმროებზე კი ეს მასალა მდიდრულად გამოიყურება და ეგზოტიკურ იერს აძლევს.
ისეთ რეგიონში, სადაც მაღალი ნესტიანობაა და ხშირია წვიმა, ონდუმიტი - ანუ პლასტიკატის სახურავი უნდა გამოიყენოთ. თუ სახლს ამ მასალით გადახურავთ, წვიმის ხმა შტორმის დროსაც კი არ შეგაწუხებთ.
მასალა გამოირჩევა ძალიან ბევრი დადებითი თვისებით: არააალებადია, არ იჟანგება, დრეკადია - ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არ განიცდის დეფორმაციას, არ ხუნდება და არ საჭიროებს გადაღებვას, ენერგოეფექტურია, ახდენს ხმის იზოლაციას, არ ტყდება და აქვს ფერების დიდი არჩევანი. ონდუმიტის სახურავი თიხის ფილებზე 10–ჯერ მსუბუქია, შედეგად, უფრო მარტივად გადასატანია, უფრო სწრაფადაც მონტაჟდება და შენობის წონასაც ამსუბუქებს. თერმოპლასტიკის საექსპლუატაციო ვადა 100 წელს აღწევს.
აღნიშნულ სასახურავე მასალას ექსკლუზიურად მხოლოდ „გორგიაში“ შეიძენთ.
მაღალი დახრის მქონე მარტივ კონსტრუქციებზე თუნუქის გადახურვის (მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფენილი) გამოყენებაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში დაცული იქნებით კოროზიისა და მონტაჟის შემდგომი ნარჩენისგან. გასათვალისწინებელია, რომ მეტალის სახურავის შემთხვევაში საჭიროა ხარისხიანი თბოსაიზოლაციო მასალა, სახლის ენერგოეფექტურობის შესანარჩუნებლად. ამგვარ მასალას საკმაოდ კარგი საექსპლუატაციო ვადა და მისაღები ფასი აქვს.
არსებობს მასალა, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს აერთიანებს:
ეს არის ხრეშიანი თუნუქი – თუთიისა და ალუმინის ნაერთისგან დამზადებული, რომელიც თავის თავში ყველა სასახურავე მასალის დადებით თვისებას მოიცავს და 4-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა თუნუქის სახურავი.
ეს ინოვაციური მასალაა და ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. თუ გსურთ, ყველასაგან გამორჩეული სახურავი გქონდეთ, არჩევანი ამ მასალაზე შეაჩერეთ. თანაც, ფერებისა და ფორმების დიდი არჩვევანიც აქვს და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, 50 წელია.
თუ სხვენში საცხოვრებელი მანსარდის მოწყობას გეგმავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ მანსარდის ფანჯრები, რომლებიც 30%-ით მეტ სინათლეს ატარებს ოთახში, ვიდრე ჩვეულებრივი ვერტიკალური ფანჯარა. ცნობილია, რომ დღის შუქი აუმჯობესებს განწყობას, ხსნის სტრესს, ხსნის თვალების დაძაბულობას. Fakro-ს ბრენდის მანსარდის ფანჯრები, რომლებიც „გორგიაშია“ წარმოდგენილი, ფიჭვის ხის მასალისგან მზადდება, დამუშავებულია ანტისეპტიკური ხსნარით და ლაკის 2 ფენით არის დაფარული.
ამ ფანჯრების დაყენება ნებისმიერი ტიპის სახურავზეა შესაძლებელი. მისი მინები დაფარულია საფარით, რომელიც ეფექტურად ირეკლავს მზის ულტრაიისფერ სხივებს. გააჩნია ენერგოეფექტური მინაპაკეტი ნაწრთობი მინისგან, რომელიც არ ზიანდება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. მანსარდის ფანჯრების გამორჩეული თვისებებია: უკეთესი აკუსტიკა, დაბალი თბოგამტარობა, ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, ოთახის უკეთესი ვენტილაცია და დაცვა.
სასახურავე მასალის ყველაზე დიდ არჩევანს საუკეთესო ფასად, „გორგიას“ შვიდივე ფილიალში შეიძენთ, სადაც ხარისხიან და თქვენთვის საჭირო მასალას, „გორგიას“ პროფესიონალი კონსულტანტები შეგარჩევინებენ. სასახურავე მასალის ფასი აქ 7,70 ლარიდან იწყება.