„...ამგვარად განწყობილი მღვდელმთავრის ხელში იმერეთის აჯანყების 200 წლისთავი ისე უჩუმრად ჩაივლის, ვითომ არც მომხდარა“

„...ამგვარად განწყობილი მღვდელმთავრის ხელში იმერეთის აჯანყების 200 წლისთავი ისე უჩუმრად ჩაივლის, ვითომ არც მომხდარა“

ისტორკოსი ზურაბ დათუაშვილი იმერეთის 1819-20 წლების აჯანყებას იხსენებს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ჩანაწერს აქვეყნებს: „გაისად 200 წელი სრულდება საქართველოს ახალი ეპოქის ისტორიის ტრაგიკული ეპიზოდიდან, რომელიც იმერეთის 1819-20 წლების აჯანყების სახელითაა ცნობილი (იგივე "ცერკოვნიი ბუნტ", როგორც მას რუსული ისტორიოგრაფია უწოდებდა)

სოცქსელში ლექციის წაკითხვას არ ვაპირებ. ამ აჯანყების შესახებ, რომელმაც იმერეთის გარდა გურიისა და რაჭის ტერიტორიაც მოიცვა, სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი. დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მოპოვება. აქ მხოლოდ ერთ მომენტს გავიხსენებ. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 1820 წლის მარტის დასაწყისში დააპატიმრა ორი მხცოვანი მღვდელმთავარი, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, რომლებსაც ამ ამბოხების იდეურ სულისჩამდგმელებად თვლიდა. მათ გადასახლება გადაუწყვიტეს და გზას გაუყენეს, მაგრამ მოხუცებულმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა უპატიო მოპყრობას ვერ გაუძლო (მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, რომ გზაში ხალხს არ ეცნო და ამას ახალი მღელვარება არ მოჰყოლოდა) და ტრაგიკულად აღესრულა (გაიგუდა). მისი ნეშტი უჩუმრად დაკრძალეს ანანურში, ექვთიმე კი გადაასახლეს და მალევე გარდაიცვალა.

რისთვის ვწერ ყოველივე ამას?

მოხდა ისე, რომ ამ ტრაგიკული მოვლენიდან 200 წლის შემდეგ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, აწგარდაცვლილი მიტროპოლიტ კალისტრატეს ნაცვლად, ახალი მეუფე გაამწესეს, სახელად იოანე. მან მოსვლისთანავე მიიპყრო ყურადღება რამდენიმე სკანდალურად ხმაურიანი განცხადებით. ჯერ იყო და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დამკვეთად, არც მეტი, არც ნაკლები, ევროპა გამოაცხადა. მერე რუსეთის იმპერიის ქება-დიდებას მოჰყვა, რომელიც, თურმე, დაუცხრომლად ზრუნავდა ქართული ტაძრების მოვლა-პატრონობისთვის.

საერთოდ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მეუფე იოანე თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი პრორუსია. შესაბამისად, იგი ანტიპათიურად არის განწყობილი დასავლეთის მიმართ და ყველაზე პრიმიტიულ მეთოდებსაც კი მიმართავს მის გასაშავებლად.

სრული საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ ამგვარად განწყობილი მღვდელმთავრის ხელში იმერეთის აჯანყების 200 წლისთავი ისე უჩუმრად ჩაივლის, ვითომ არც მომხდარა. რუსეთის იმპერიის ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა, ცარიზმის კოლონიური საეკლესიო პოლიტიკისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მიტროპოლიტ დოსითესის არაადამიანური წამებით მოკვდინების გახსენება მის ინტერესებში არანაირად არ შედის. იქნებ, არა მხოლოდ მის ინტერესებში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა. განსაკუთრებით ისტორიკოსებმა, სამეცნიერო წრეებმა, მედიამ, სამოქალაქო სექტორმა, დაინტერესებულმა საზოგადოებამ. 200 წლის წინანდელი ამბების გახსენებით კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე და ყოველივე ეს ორგანულად დავუკავშიროთ მის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც ერთი დღეც კი არ შენელებულა განვლილ პერიოდში.

ერთი სიტყვით, ამ საქმის მეუფე იოანეს იმედად დატოვება არ ივარგებს...“

სოციალისტი კონკრეტულად გვითხარი რა უნდა ქნას მეუფე იოანემ? ჩავალ და ვეტყვი. თუ არ შეასრულებს მერე მოვთხოვოთ პასუხი!
5 წლის უკან
Katana . ვააჰ, იერემია!..
როგორ მოგვანატრე თავი!..
ძალიან დააკლდა აქაურობას უშენობა :(

ни Карели, ни Агара -
видно только Ниагара...
5 წლის უკან
სოციალისტი ჩემი აზრით ამ სტატიის ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ, საიდანღაც, მიპარვით დაარტყას ეკლესიას! ეკლესიას ისედაც ყოველ წირვაზე მოიხსენიებს დოსითეოსს, ყველა მღვდელმთავარს ვისი სახელიც ეკლესიას ასე რუდუნებით შემოუნახავს, ქრისტეს რჯულისათვის თავდადებულთ. იმერეთის 200 წლის წინ მომხდარი აჯანყება ეკლესიამ როგორ უნდა აღნიშნოს, რატომ ეკლესიამ და რატომ მაინცა და მაინც იოანემ?! აბა ასეთი ინტრიგნობა შეგშვენით ნამდვილ ქრისტიანებს?
5 წლის უკან