ზვიად ძიძიგური: ვისთანაც ფრაქციას შევქმნით, გეი ქორწინებას და კანაფის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდეს

ზვიად ძიძიგური: ვისთანაც ფრაქციას შევქმნით, გეი ქორწინებას და კანაფის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც „კონსერვატორებთან" ერთად ახალ ფრაქციაში გაერთიანდებიან, გეი ქორწინებასა და მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდნენ.

„მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონეები, მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები, იყვნენ ოჯახის, ჯარისა და იმ ღირებულებების მქონე, როგორც ეს ჩვენი - „კონსერვატიული პარტიის" ღირებულებებში აისახება.

ეს არის ჩვენთვის ფილტრი, რომელიც გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ფრაქციის შექმნა არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა რესურსი არსებობს პარლამენტში",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.