გია ვოლსკი:  გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა - ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

გია ვოლსკი:  გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა - ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა - ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობიდან წასული დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მას თრგუნავს ძიძიგურის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, თუმცა აცხადებს, რომ „დღეს მორალურ უპირატესობებზე საუბარი არ შეიძლება“.

„ზვიად ძიძიგური მხოლოდ ერთ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შექმნა პრობლემა, მაგრამ იყო უფრო მძიმე პრობლემა, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ აღმოჩნდებოდა საკმარისი. ეს იყო განსხვავებული პოზიციის მქონე ჩვენი კოლეგების პარტიიდან გარიცხვა, რომლებიც იმპერატიულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ. ამ იმპერატიულ გადაწყვეტილებაზე თუ თქვა ბიძინა ივანიშვილმა უარი, გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი პოზიცია, რომელზეც ასეთი ორგანიზებული შეტევა აქვთ ოპონენტებს, რომ იგი ერთპიროვნულად წყვეტს, ძალიან გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ამ არასწორ მოსაზრებას მცირედით, მაგრამ გარკვეულად კვერი დაუკრა. ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება. მე თუ რამე მთრგუნავს და არ მსიამოვნებს, ეს არის ზვიადის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და აქამდე მივედით. არანაირ მორალურ უპირატესობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე უნდა მსჯელობდეს ზვიადიც და ყველა ის ადამიანი, რომლებიც „კმარას“ მეთოდებით ქალაქში დარბიან და აწყობენ დესტრუქციულ ღონისძიებებს ",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მორალური უპირატესობა აქვს.

„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა რაც თქვა, ის არ შეასრულა. მე ნაკლებად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპუტაცია დაზარალდა ამ გადაწყვეტილების გამო.

პრობლემა პოლიტიკაში ის კი არაა, რომ ყველა თავს გესხმის, როცა შენ პოლიტიკაში ხარ, უნდა ელოდო რომ შესაძლოა ყველა პარტია დაგესხას თავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე“, - განაცხადა ძიძიგურმა.

სოციალისტი ზვიად ძიძიგურმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, არასწორი კომენტარიც გააკეთა! არ უთქვამს მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ის 40 დეპუტატი, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს არჩევნების პროპორციული წესის ცასატარებლად კონსტიტუციის ცვლილებას, არაკაცებად, არასრულფასოვან დეპუტატებად ! არა და თუ ვინმეა დეპუტატი და ხალხის არჩეული ეს მაჟორიტარია! თორემ პროპორციულები არიან ვიღაც ლიდერ კაცს ზურგს უკნიდან შეპარულები! ყველა არა მაგრამ, ძალიან ბევრი!
5 წლის უკან
სოციალისტი საერთოდ წარა-მარა კონსტიტუციის, ფაქტიურად უმიზეზოდ, ცვლილება ეს რა არის, სადაური წესია?! როგორ შეიძლება ერთი რუსი კაცის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში 3 წუთით ჩჯდომა გახდეს კონსტიტუციის ცვლილების საფუძველი?! ეს კონსტიტუციაა თუ საქათმის დალაგების განაწესი?!
5 წლის უკან
amo მგონი იჩქარა ძიძიგურმა, მერე სანანებელი არ გაუხდეს. თუ დავალებით არის წამოსული?
5 წლის უკან