თენგო მაჭავარიანი: თუ არადა ხარ

თენგო მაჭავარიანი: თუ არადა ხარ "სსრკ-ში ჩარჩენილი", "არ ხარ პროგრესული", ზოგი პირდაპირ გეუბნება "თქვენ თაობას რა გაგიკეთებიათ" და ა. შ.

ფეისბუქ-მომხმარებელი თენგო მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან ხშირად გამიგონია ამ ბოლო დროს, რომ აქციაზე მდგომი ახალგაზდების აზრია და აუცილებელია მისი გათვალისწინება. სხვათა შორის თვითონ ისინიც ამას გავალდებულებენ. თუ არადა ხარ "სსრკ-ში ჩარჩენილი", "არ ხარ პროგრესული", ზოგი პირდაპირ გეუბნება "თქვენ თაობას რა გაგიკეთებიათ" და ა. შ.

ერთი კარგად მომისმინეთ რა! რაღაც ძაან ადრე ხომ არ ჩამოგვწერეთ?

დიახ, მე ვამაყობ, რომ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც სამწუხაროდ თქვენზე კარგად იცოდა ცუდის და კარგის გარჩევა, რომელიც თქვნგან განსხვავებით, მოხუცს, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თვალებს არ უქაჩავდა და ხელით არ ეხებოდა. ჩემი თაობაა ის თაობა, რომელიც ქუჩაში ზრდილობას და კაცობას სწავლობდა, რომელმაც ქალის პატივისცემა იცოდა და შეყვარებულს "შენ შიგ ხომ არა გაქვსო"? არ ეტყოდა. ჩემი თაობა დაუპირისპირდა საბჭოთა მანქანას 1978 წელს და შეუნარჩუნა ქვეყანას ქართული ენა. ჩემი თაობის გოგო-ბიჭები დაუდგნენ რუსის არმიას შიშველი ხელებით 9 აპრილს. ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ, რომელთაგან ზოგს ზღვაც არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა მოხალისედ წავიდნენ აფხაზეთში და მათი უმეტესობა იქ დარჩა ისე, რომ მშობლებმაც ვერ იტირეს მათი ცხედრები. ჩემი თაობა არ შეიცვლიდა სარწმუნოებას და არ შევიდოდა სექტაში იმიტომ რომ თავის ქვეყნის ჯარში არ წასულიყო.

და ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ, ისწავლეთ უფროსის პატივისცემა, ბოღმით წარმატებულ ქვეყანას ვერ ააშენებთ

amo გაიხარე!
5 წლის უკან
Katana . ჯიგარი ხარ!..
ორიოდე რამეს დავუმატებდი მხოლოდ: ჩვენს თაობაშიც ერია ყველანაირი "მასტის" ხალხი, მაგრამ 40% ნარკომომხმარებელი არ იყო; ჩვენს თაობაშიც იყვნენ "იმნაირები", მაგრამ არ ამაყობდნენ ამითი, - მალავდნენ!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა რომ თაობაა ჩვენი შვილები და შვილიშვილები კი არიან, მაგრამ იცით რა განსხვავებაა? - საბჭოთა საქართველოს არსებობისას, კომუნისტების დროს 24 სართულიანი სასტუმრო რომ აშენდა თბილისში ახლა რომ რესპუბლიკის მოედანია იქ , იმას დაერქვა ივერია! მერე 1991 წლიდან მოპოვებული სუვერენიტეტის ფარგლებში ის ივერია გადაიქცა შემინულ, უსახურ პარალელეპიპედად და დაერქვა რედისონ ბლუ ივერია! ამ განსხვავებას ხედავთ, გრძნობთ?! ისე თუ რამე გენიშნოთ, გაგვიზიარეთ!
5 წლის უკან
trampi ხშირხშირად გადაიკითხეთ ხოლმე ......ნახეთ როგორ კაკალ კაკალ გვისრულებენ ყველაფერს


"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
5 წლის უკან