დავით კალანდია : “ოცდაათი წლის თავზე, დიდი მწუხარებით ვიუწყები…”

დავით კალანდია : “ოცდაათი წლის თავზე, დიდი მწუხარებით ვიუწყები…”

გთავაზობთ პუბლიცისტ დავით კალანდია ჩანაწერს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“ოცდაათი წლის თავზე, დიდი მწუხარებით ვიუწყები, რომ მივედი სავალალო დასკვნამდე: პოლიტიკა არ არის ჩვენი საქმე.

ყველაფერი გვეხერხება: კაი ბიჭობა, ცეკვა-თამაში, პურ-მარილი, სტუმართ -მასპინძლობა, მაგრამ პოლიტიკა – ნიხტფერშტეინ!

დედამიწის ყველა კუთხეს აქვს თავისი დანიშნულება და არდანიშნულება.

ხოდა ჩვენი დანიშნულებაა კაიბიჭობა, პურ-მარილი და “მობრძანდით-დაბრძანდით”. და არდანიშნულება კი – პოლიტიკაა.

მრავალი წლის წინ რუსების ტომები მიხვდნენ ამ ამბავს, ისინიც პოლიტიკისთვის არდანიშნულები იყვნენ და მიმართეს ვარიაგებს: მოდით და გვიბატონეთ.

ვარიაგებიც ჩავიდნენ და უბატონეს. რა გამოვიდა მაგ ამბიდან, სხვა საკითხია.

ჩვენც ვინმეს უნდა ვთხოვოთ – მოდით და გვიბატონეთ!

გვიხელმძღვანელეთ.

გვმართეთ.

მე ნორვეგიელებისკენ და შვედებისკენ ვიმხრობი, მათ რომ გვიხელმძღვანელონ, გვმართონ, გვიბატონონ, არ იქნება ურიგო.

ჩვენ კი ჩვენს დანიშნულებას შევასრულებთ: ვიკაიბიჭებთ, ვიპურმარილებთ და ყველას სკამს შევთავაზებთ, ვინც გვესტუმრება: “მობრძანდით, დაბრძანდით, გადაიღეთ, კიაზო მიართვი სტუმარს ყანწი, ბოლომდე-ბოლომდე”.

დროდადრო “ჩაკრულოს” ვიმღერებთ, ცეკვას ვიცეკვებთ, ოღონდ არა “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს პონტში.

ჩვეულებრივან, კაცურად და ქალურად ვიცეკვებთ, როგორც ეს წერეთელს დაუბარებია.

. . .

ძალიან არ მიყვარს ეს ფრაზა, მაგრამ მეც მოვმწიფდი და უნდა ვთქვა:

-დავიღალე!

აღარ მორჩა ეს ფსევდო-არეულობა! აღარ დაადგა საშველი სიმშვიდესა და აღმშენებლობას, შემოქმედებასა და სიყვარულს. აღარ მინდა ქაოსი და ქუჩის (მ)აქციები.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს არეულობებს ბოლო!

უნდა ერთ მუშტად შევიკრათ, ჩავხედოთ მეგობარს თვალებში და გადავწყვიტოთ.

და თუკი გადავწყვეტთ, უნდა დავარტყათ!

(ციკლიდან “დილის სიო შმორის სუნით”)” – წერს დავით კალანდია სოციალურ ქსელში.

amo გაიხარე!
5 წლის უკან
Goliaff გარკვეულწილად ვეთანხმები მაგრამ ცუდი მაგალითია "ვარიაგების" მაგალითი, მაშინ როდესაც ევროპის ქვენები როგორიც არის ესპანეთი და ავსტრია გაბსბურგებით იმართებოდა, ნიშნავს ეს იმას რომ ესპანელებს რამე არ გაეგებოდა პოლიტიკის?! - არა, უბრალოდ ჩვენ დიდი ხანი სხვა იმპერიების "ქვეშ" ვიყავით და ჩვენი საგარეო პოლიტიკა შესაბამისი ინსტიტუტებით ვერ ჩამოგვიყალიბდა. აქედან გამომდინარე დაბალი პოლიტიკური კულტურა გაგვაჩნია.
5 წლის უკან
trampi ხშირხშირად გადაიკითხეთ ხოლმე ......ნახეთ როგორ კაკალ კაკალ გვისრულებენ ყველაფერს


"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
5 წლის უკან