ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს ფარდაში.
წელს აქტუალური მკვეთრი ფერებია რომელიც, ასევე, ტრენდულია ინტერიერშიც. თუ ოთახის ინტერიერი და ავეჯი ღია ფერისაა, ძალიან მომხიბვლელია ინტენსიური, მუქი ფარდები და პირიქით, ავეჯი ხასხასა და მკვეთრი ფერის გაქვთ, ეცადეთ ფარდაც ანალოგიური ფერი არ იყოს, რომ სივრცე ძალიან არ გადაიტვირთოს და მალე არ დაგღალოთ.. მრავალფეროვანია საფარდე კარნიზების არჩევანიც, თუმცა წელს განსაკუთრებით მოდური ლუვერსიანი ფარდები და მეტალის კარნიზებია. ასევე აქტუალურია გრძელი ფარდები, რომელიც იატაკს ფარავს. ძალიან მოდურია რამდენიმე ფანჯრის თავზე ერთი კარნიზის გაკეთებაც და სხვადსხვა ფერის ფარდების ერთდროულად დაკიდებაც.
ჩვენ ვიპოვეთ ადგილი, სადაც კომფორტულად, ერთ სივრცეში შეარჩევთ ფარდას, მიიღებთ მკერავის მომსახურებისა და ადგილზე მიტანის სერვისსაც ყველაზე იაფად ქალაქში- ეს ადგილი, საქართველოში ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტების ქსელი- „გორგიაა“, სადაც 500 მდე დასახელების ფარდა და მისთვის საჭირო ყველა აქსესუარი, საუკეთესო ფასად დაგხვდებათ.
ფარდის სწორად არჩევაშიკონსულტანტებიც, რომლებიც ინტერიერის მიხედვით დაგეხმარებიან სასურველი ფარდის შერჩევაში და კვალიფიციურ რჩევებსაც მოგცემენ. „გორგიაში“ შეძლებთ, შეიძინოთ კრეპის, ტილოს, ორმხრივი და სხვა სახეობის ფარდები ისე, რომ არ შეგეშინდებათ ამინდის, არც დაღლის. მანქანასაც ჰიპერმარკეტის ავტოსადგომზე დააყენებთ და უპრობლემოდ გამოიტანთ შენაძენს მანქანამდე.
შეძენილი ფარდების მოცულობიდან გამომდინარე შეკერილ საბოლოო პროდუქტს შეძენიდან მაქსიმუმ მეორე დღეს მიიღებთ. თუ შეკერვას შედარებით ცოტა დრო სჭირდება, შეგიძლიათ იქვე დაელოდოთ და იმავე დღეს მიიღოთ უკვე გამზადებული ფარდა.
რაც შეეხება ფასებს, ეს საკითხი კიდევ უფრო საინტერესოდ და მომხიბვლელად ჟღერს. „გორგიაში“ ფარდის ღირებულება 7 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირიანი, ექსკულზიური მოდელები 31 ლარი ღირს. ექსკლუზიური მოდელები თურქეთის საწარმოებიდან პირდაპირ „გორგიაში“ მოდის.
1 მ. ფარდის ლენტის ღირებულება 0,40 ლარიდან იწყება. ერთი ლუვერსი კი 1,70 ლარი ღირს. ორფარდიანი კარნიზის საწყისი ღირებულება 1,25 ლარია.
„გორგიაში“ შესაძლებელია ფარდა-ჟალუზის შეძენაც, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და ინტერიერში კარგად შეხამებით საინტერესო შედეგსაც მიიღებთ. მათი ღირებულება 34-120 ლარს შორის მერყეობს.