მაიკლ კარპენტერი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს

მაიკლ კარპენტერი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს

“მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძალიან ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია, უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას”, – განუცხადა „ამერიკის ხმას“  აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკლ კარპენტემა.

ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით აცხადებს,  რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა.

“ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი”,  -  განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, პარტიის ლიდერებმა კი ამ თემაზე საჯაროდ მოითხოვონ მმართველი პარტიის ერთსულოვნება.

“ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება”, – აცხადებს კარპენტერი.

სოციალისტი ბატონო მაიკლ, ვიცი საქართველოსთვის კარგი გინდა, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება?! ))) ვთქვათ და ჩატარდა ის მეორე კენჭისყრა და მეორედაც უარი მიიღო პროპორციული არჩევნების ჩატარების გამო კონსტიტუციის ცვლილების კანონმა?! მაშინ რა ვქნათ, ის პარლამენტარები რომელთაც პოლიტიკურ-ეროვნული მრწამს არ აძლევთ ნებას ხმა მისცენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ჩამოვახრჩოთ?! მერწმუნეთ, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ეზიზღება პოლიტიკური პარტიები და მომხრეა იყოს სრულად მაჟორიტარული სისტემა! ჩვენ არ მოგვწონს ის ამბავი, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მთლიანად ჩამოერთვას უბრალო ადამიანებს და ასევე მთლიანად ხელში ჩაუვარდეს პოლიტიკურ პარტიებს! ჩვენ არ გვინა რაღაც სიას ვაძლევდეთ ხმას. ჩვენ გვინდა გვყავდეს ჩვენი ცოცხალი დეპუტატი, რეალური ადამიანი, რომელსაც ექნება პირადი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. დაახლოებით ისევე, როგორც თქვენთან ამერიკის შეერთებულ შტატებშია! გაიგე ძმაოოო, გაიგეე?!
5 წლის უკან