IRI-ს კვლევა -„ქართული ოცნება“ – 23%, ოპოზიცია ჯამურად 41%

IRI-ს კვლევა -„ქართული ოცნება“ – 23%, ოპოზიცია ჯამურად 41%

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს. ამას მოწმობს კვლევა, რომელიც საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დღეს, 18 ნოემბერს.

32%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.

რაც შეეხება ოპოზიციის ჩაშლილ მონაცემებს:

ენმ – 15%

ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%

ლეიბორისტები – 5%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%

ახალი საქართველოსთვის – 2%

დემოკრატიული მოძრაობა (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%

ლელო – 2%

გირჩი – 1%

შენების მოძრაობა – 1%

სხვა პარტიები – 1%

წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისი – 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა, “ოცნების” რეიტინგი 3 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო ენმ-ის- 7-ით.

IRI-იმ კვლევით ასევე გამოთვალა პარტიების ნეგატიური რეიტინგები, სადაც “ქართული ოცნება” ლიდერობს. 30% აცხადებს, რომ არასდროს, არცერთ სიტუაციაში მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”, 26% იგივეს ამბობს ენმ-ზე, 9%-9% -გირჩსა და პატრიოტთა ალიანსზე.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა იქნება საჭირო, უმეტესობას (28%) ასეთ გაერთიანებაში ევროპული საქართველოს ხილვა სურს, ენმ-ზე იმავეს 25% პროცენტი ამბობს, ხოლო “ქართულ ოცნებაზე” – 24%.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.