ამის შესახებ “ეროვნულ დემოკრტიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებთან, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
“ჩვენი გეგმაა, იმის მოპოვება, რაც ხალხს წაართვა ბიძინა ივანიშვილმა – თავისუფალი არჩევნების. ხომ ხედავთ, ყოველ წუთში იცვლება სიტუაცია. როგორც სიტუაცია გვიკარნახებს, ისე ვიმოქმედებთ. არ გამოვრიცხავ პოლიტიკური ლიდერების დაკავებები გაგრძელდეს, ამის ნიშნები უკვე არის.
დღეს ძალადობრiვად და უკანონოდ, ბიძინა ივანიშვილმა ხალხი გალახა. ჩვენ, მაქსიმალურად შევეცდებით, ბიძინა ივანიშვილმა ამაზე პასუხი მიიღოს.
მთავარი პასუხი იქნება მისი ხელისუფლებიდან წასვლა. ყოველდღიურ რეჟიმში მას არ ექნება სიმშვიდე. ჩვენ ბევრად კონსოლიდირებული ვართ, ვიდრე მას წარმოუდგენია.
მე ბევრჯერ მინახავს გალახული ხელისუფლება. მაგრამ, ბიძინა ივანშვილი გაილახება არა მხოლოდ რაღაც-რაღაცეების გამო, უწესობის გამო და იმის გამო, რომ აფერისტია” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.