უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს Twitter-ზე ავრცელებენ.

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარების პროგნოზირება რთულია.

"რუსთაველის გამზირზე პოლიციამ პროტესტის მონაწილეები დაშალა. ხალხი გაბრაზებულია, რომ მომავალი არჩევნების წინ, მთავრობამ საარჩევნო სისტემის შესახებ დაპირება უკან წაიღო. ახლა ვითარება არაპროგნოზირებადია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში თავისუფალი მედია კვლავ არსებობს", - წერს დე ვაალი.

Heritage Foundation-ის მკვლევარი დემოკრატიის განვითარების რთულ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ დემოკრატიის და მმართველობის განვითარება ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა. ვგულისხმობ როგორც საქართველოს, ასევე ყველა დემოკრატიას. ვცდილობ, შიდაპოლიტიკაზე კომენტარი არ გავაკეთო, თუმცა როგორც ჩანს, ეს მერყევი პროცესი იქნება", - წერს ლუკ კოფი.

მის მსგავსად პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, მაიკ კარპენტერმაც იმ დროს გამოაქვეყნა პოსტი, ვიდრე ვითარება აქციის დაშლამდე მივიდოდა.

"პრაღა, თბილისი, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, სკოპიე კიევი და ა.შ. მილიონობით მშვიდობიანი მომიტინგე ამ დედაქალაქებში შეიკრიბა საკუთარ თავზე მორგებული ძალაუფლების მქონე ოლიგარქებისა და კორუფციის წინააღმდეგ. ეს გახდა გლობალური ბრძოლა".

trampi აი ეხლა კარგად სჩანს...... ესენი საქართველოს მეგობრები არიან თუ მიშასი....
ჩამო მიშა ჩამო...................................... დააამყარე ამერიკული დემოკრატია
მეგობრები.......ჰმმმმმმ
მეგობრები კი არა ესენი საქართველოს გაქანებული მტრები არიან
4 წლის უკან
Maverick პაპააა, აღმართიდან გამოექანონ და ... ჩვენც დავხვდებით, ... ამერიკულად, ტაშებით...
4 წლის უკან