დავით ჩიხელიძე: გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ყოჩაღ შინაგან საქმეთა სამინისტროს

დავით ჩიხელიძე: გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ყოჩაღ შინაგან საქმეთა სამინისტროს

“გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ყოჩაღ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს არ იყო კლასიური გაგებით აქციის დაშლა ან დარბევა, შსს-ს დღევანდელი  ქმედება იყო მაღალგანვითარებული დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტით, მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული ოპერაცია.”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმლძღვანელი დავით ჩიხელიძე სამართალდამცველების მირ, საპროტესტო აქციის დაშლას და განვითარებულ მოვლენებს.

“საზოგადოებაში არსებულ მარგინალ ჯგუფს (ოპოზიცია) სურდა პროცესები კანონის საზღვრებს გასცდენოდა და ქვეყანაში არეულობა გამოეწვია, რაც არ გამოუვიდა.

21 საუკუნეში რევოლუციების დრო არ არის და რევოლუციური სცენარი არავის გამოუვა, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, რევოლუციაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს წარსულში დაბრუნებას ნიშნავს (რისი ნიშნებიც რუსთაველზე მრავლად იყო)

საქართველოში საბედნიეროდ დაცულია შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანებმა ვიცოდეთ, თუ რა უფლებები გვაქვს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და დანაშაულს შორის. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც გარკვევით წერია: ,აკრძალულია, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება’’.

საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში მომიტინგის მხრიდან შენობის ბლოკირების შემთხვევაში პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ შენობის პიკეტირება არის კრიმინალი და მისი გამოხატვის თავისუფლების სახელით შენიღბვა ყოვლად მიუღებელი არის!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.