თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხევდრაას გენერალი გიორგი კალანდაძეც დაესწრო. გაერთიანებული შტაბის უფროსი უწყებაში პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დღეს პირველად მივიდა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა უწყების გეგმებზე და შეიარაღებულ ძალებში მონიტორინგის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: "უდანაშაულობის პრეზუმცია არის ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის მთავარი პრინციპი. სწორედ ამიტომაც, ვიდრე არ იქნება ნებისმიერი ინკრიმინირებული დანაშაული დამტკიცებული სასამართლოში, ყველა ადამიანი არის უდანაშაულო.
იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ორშაბათს შესაძლებელია გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს მიღებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შევჩერდებით. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თავდაცვისუნარიანობას."