არსებული ინფორმაციით, დავით კირკიტაძეც დააკავეს

არსებული ინფორმაციით, დავით კირკიტაძეც დააკავეს

აქციის დაშლისას, სავარაუდოდ, დაკავებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე. ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თვითმხილველები აწვდიან.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დააკავეს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე, “გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.

გარდა ამ ადამიანებისა, სამართალდამცველებმა დააკავეს ზუკა ბერძენიშვილიც.