აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ჩიტაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი დაშავებული აქციის მონაწილეებმა თავად გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება უტარდება.

სპეცრაზმი იმყოფება როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ასევე ზუბალაშვილების ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. ასევე, სპეციაზმის კიდევ ერთი ჯგუფი დაძრულია ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან.