კლინიკებმა დაშავებულების მიღების შესახებ გაფრთხილება მიიღო

კლინიკებმა დაშავებულების მიღების შესახებ გაფრთხილება მიიღო

პარლამენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 კლინიკამ დაშავებულების მიღების შესახებ გაფრთხილება მიიღო.

ამ წუთებში, პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა დაიწყეს. აქციის მონაწილეები კი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. მათი ნაწილი გზის სავალ ნაწილზე დასხდა.

ამასთან, ტერიტირიაზე უკვე შეიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა.

უკვე ამოიწურა 30-წუთიანი ვადა, რომელიც შსს-მ აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად მისცა.