სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო, მომიტინგეები მათ ხელებაწეულები ხვდებიან

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო, მომიტინგეები მათ ხელებაწეულები ხვდებიან

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო. მომიტინგეები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ხელებაწეულები ხვდებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო".

ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაიძრა, რაც აქციის მონაწილეებისთვის შსს-ს მიერ მიცემული ვადა ამოიწურა.