გიგი უგულავა: ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება

გიგი უგულავა: ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება

ტრიპაჩა კალაძე, ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ კალაძე არსებულ პრობლემებზე ფიქრობდეს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს.

„კალაძის სამარცხვინო ტრაბახი უბრალოდ მართლა სასაცილოა. მე მართლა გული მწყდება, იმის ნაცლად, რომ თბილისის მერი პრობლემებზე საუბრობდეს, რომელიც მათ შორის მან შექმნა, თუნდაც როდის უნდა დამთავრებულიყო ჭავჭავაძე, ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც მას ევალება.

ასევე მინდა აღვნიშნო ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ ერთი არნახული თვისება აქვს: ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი არის უკვე სახიფათო. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მინდა მივმართო, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის არის სახიფათო,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

amo ვთქვათ ის კი და შენ? მამა აბრამის ბატკანო, ერზე ღამეებ ნათევო. ვაი ჩვენ თავს უბედურს!
4 წლის უკან
trampi შენსავით მილიონებს მაინც მაინც არ იპარავს.....
4 წლის უკან
Maverick სამშობლოს და ერისთვის გარჯა გიგილო ხაზინის ვირთხავ, შენთვის ნეხვის კასრში ამოვლებაა, ჩვენთვის ასეთი ადამიანების მიმართ პატივისცემა და ღირსეული დაფასებაა!
4 წლის უკან
სოციალისტი შენს კამანდასთან ერთად ბიუჯეტის ფულით ავსტრიაში საგრიალოდ როდის მიფრინავ?! ასეა, ნამუსზე ხელს რომ აიღებ, კეფაზე თმები გაგცვივა!
4 წლის უკან