პარლამენტში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს

პარლამენტში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს

"ერთად ერთის წინააღმდეგ" - პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტის უკანა შესასვლელიდან დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება განსაკუთრებული მობილიზება საკანონმდებლო ორგანოსთან.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. კახი კალაძის თქმით, დღევანდელი სხდომა პროსტესტის მიუხედავად მაინც ჩატარდება.