გია ხუხაშვილი: “ოცნება“ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერს, აბა, რას იზამს 

გია ხუხაშვილი: “ოცნება“ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერს, აბა, რას იზამს 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის წევრების დაჭერას არ გამორიცხავს. როგორც ხუხაშვილმა “2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, ხელისუფლება გადავიდა ძალისმიერ პოლიტიკაზე და თუ საშუალება მიეცემა, ოპოზიციის წარმომადგენლებს დაიჭერს.

“ქართულ ოცნებას“ რეპუტაცია განულებული აქვს, ამიტომ ნებისმიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა აწყობს. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტთან რა მოხდება. ფაქტია, ხელისუფლება გადავიდა ძალისმიერ პოლიტიკაზე და თუ რამე საშუალება მიეცემა ვინმეს დაჭერით, დაიჭერს, აბა, რას იზამს. თუმცა, ნორმალურად არ მიმაჩნია კანონის დარღვევა - ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის შენობის პიკეტირება. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველაფერი უნდა ვითარდებოდეს კანონის ფარგლებში. “, - განუცხადა “2020NEWS“-ს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. “ პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

amo " ნორმალურად არ მიმაჩნია კანონის დარღვევა - ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის შენობის პიკეტირება". კანონის დარღვევა რბილი ნათქვამია! დანაშაულია! და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ! " ხელისუფლება გადავიდა ძალისმიერ პოლიტიკაზე და თუ რამე საშუალება მიეცემა ვინმეს დაჭერით, დაიჭერს, აბა, რას იზამს ". ე. ი. რა გამოდის? თუ დამნაშავეს პასუხი მოთხოვე ძალისმიერ პოლიტიკაზე გადასვლაა? მეორეც, პიკეტირება განმარტებით ნიშნავს ადგილის მონიშვნას, ბოლოსა ბოლოს პალოს მაგივრად რაზმის დაყენებას და არა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ბოქლომების დაყენებას! დაარქვით ყველაფერს თავის სახელი! არც ხელისუფლება გვივარგა და ოპოზიცია ხომ საერთოდ . . .
5 წლის უკან