მიხეილ სააკაშვილი: კალაძეს ხალხის თვლაზე უკეთესად, მოპარული ფულის თვლა ეხერხება

მიხეილ სააკაშვილი: კალაძეს ხალხის თვლაზე უკეთესად, მოპარული ფულის თვლა ეხერხება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი კალაძეს თბილისის განადგურებაში ადანაშაულებს.

“კალაძემ ცოტა ხალხი იყო გუშინო. ეს ის კალაძეა, რომელიც მაიდანის გამარჯვებამდე ერთი კვირით ადრე ამბობდა არაფერი ხდება, პროტესტი ერთი პატარა ქუჩით არის შემოფარგლულიო. ამას ხალხის თვლაზე უკეთესად, ხალხისგან თავის მიერ მოპარული ფულის თვლა ეხერხება. ეს ის კალაძეა ვინც კომპანია "არქი"-ს მეშვეობით, რომელიც ჩააბარა თავის სამტრედიელ კლასელს ბოლომდე ანადგურებს თბილისს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაფერი არ შეიცვლება, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კანონით. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩა ერთ წელზე ნაკლები და ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადება ურჩია.

trampi ესენი რომ კალაძეზე მოპარული ფულების თვლას იწყებენ მაშ სირცხვილი არაააა?
5 წლის უკან
სერმინე ამათ არაფრის სცხვენიათ და....
5 წლის უკან