ხათუნა  ხოფერია: პარლამენტის წინ მიშას და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი “ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის” – ან მიშა, ან ბოკერია

ხათუნა ხოფერია: პარლამენტის წინ მიშას და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი “ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის” – ან მიშა, ან ბოკერია

,,ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება”

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

,, ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია და ეს ფარსი ორ-სამ დღეში დასრულდება. სამი ძალა იბრძოლებს საპარლამენტო არჩევნებში.

სინამდვილეში, ახლა, პარლამენტის წინ მიშას და ბოკერიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ომი “ნაცური ოპოზიციის ლიდერობისთვის” – ან მიშა, ან ბოკერია- უგულავა.

ჰო და, მიშა ორ სამ-დღეში მოუთავებს თავის ანასხლეტებს და მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას დაიკავებს. პატრიოტებს უკვე მყარად უკავიათ საკუთარი ადგილი ოპოზიციურ ველზე. ორკაციანი პარტიები – გუბაზი, რესპები, “ადინ დომა”, “ჩემი თაკო” და სხვა. ან მის ფრთებქვეშ მონახავენ ადგილს, ან მიიღებენ ჭიტლაყს.

ასე რომ პროპორციულის თუ მაჟორიტარულის თემა მეორეხარისხოვანია, უახლოეს ორ-სამ დღეში მოხდება იმის ლუსტრაცია, ვინ არის მზად იბრძოლოს მიშას დროშის ქვეშ და მიშას მოსაყვანად. ამიტომაც ჩხავის განწირულის ხმით უგულავა!

P.შ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და უშანსოდ აღმოჩნდებიან ის “ოპოზიციური” პარტიები, გუშინ და გუშინწინ რომ მიშას ლანძღავდნენ და უცებ მის გვერდით აღმოჩნდნენ.

რა რბილი და ზომიერი სიტყვაა – უხერხული…..” – წერს ხოფერია