საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო მედიასაშუალებები თბილისში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე წერენ.  როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ანტისამთავრობო აქციაზე 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

„როიტერი“ წერს, რომ საპროტესტო გამოსვლა მას შემდეგ გაიმართა, რაც რამდნეიმე დღით ადრე პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა, რომლითაც ამჟამინდელი შერეული სისტემა მთლიანად პროპორციული წარმომადგენლობით უნდა შეცვლილიყო.

მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში კანონმდებლების თითქის ნახევარი არჩეულია არა პარტიული სიით, არამედ ერთმანდატიანი ოლქებიდან.

„საარჩევნო ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო შესწორების დასამტკიცებლად 12 ხმა დააკლდა, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ზოგიერთმა კანონმდებელმა, რომელიც შიშობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მათ ადგილებს დააკარგინებს, ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა“, – აღნიშნულია სტატიაში.

„როიტერი“, ასევე, ოპოზიციის ლიდერების განცხდებებიდან ამონარიდებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ძალები გაერთიანდა პროტესტის გამოსახატად პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების, მთავრობის გადადგომისა და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით.

„დადგა დრო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში“ , – ამბობს ოპოზიციური პარტიის „ახალი საქართველოს“ ლიდერი.

„ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს მუშაობს საშუალებას… ამ პარლამენტის კარი გაიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივანიშვილის კაპიტულაციას მივიღებთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის შესახებ მასალას აქვეყნებს სააგენტო „ესოშიეტიდ პრესიც“, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონმდებლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

„პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში დომინირებს და საკანონმდებლო ორგანოში ძლიერ უმრავლესობას ფლობს, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების პირობა დადო, რომლის თანახმადაც, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველა ადგილი გადანაწილდება ქვეყნის ფარგლებში თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობის შესაბამისად. ამ დაპირებამ საკვანძო როლი შეასრულა ზაფხულის განმავლობაში თბილისში რამდენიმედღიანი ძალადობრივი დემონსტრაციების შემდეგ დაძაბულობის განმუხტვაში. თუმცა „ქართული ოცნების“ ბევრმა დეპუტატმა ხუთშაბათს აღნიშნული ზომის წინააღმდეგ მისცა ხმა და კანონპროექტი ჩავარდა“, – წერს „ესოშიეტიდ პრესი“.

სააგენტოს თანახმად, დემონსტრანტებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს, მოგვიანებით გაშალეს კარვები და პირობა დადეს, რომ პარლამენტში არავის შეუშვებენ.

„ეს არის ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი დემონსტრაცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხის წინააღმდეგ ვერანაირი მთავრობა, ვერანაირი რეჟიმი გაიმარჯვებს“, – განაცხადა „ესოშიეტის პრესთან“ საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ქვეყნის ოპოზიციური პარტიების ხელმზღვანელობით ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დაეგმო მთავრობის მიერ 2020 წლის არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასასველად საკონსტიტუციო შესწორებების ჩაგდება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტამდე და პირობა დადეს, რომ მოახდენენ მის ბლოკირებას, ვიდრე ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ერთიანი ანციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია სხვა მრავალი პარტიის გვერდით დგას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ მასობრივი პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყო, როდესაც საკონსტიტუციო შესწორებებს მხოლოდ 101-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, რაც კანონპროექტის დასამტკიცებლად არასაკმარისი იყო. ამის შემდეგ პარლამენტთან მთავარი გამზირი გადაიკეტა , ზოგიერთმა აქტივისტმა კი კარვები გაშალა. „მე აქ იმიტომ ვარ, რომ სახელმწიფო დაპყრობილია და ქუჩაში ყოფნა, ახლა ჩვენი პოზიციის გამოხტავის ერთადერთი გზაა“, – განაცხადა „ესოშიეტიდ პრესთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გელბახიანმა.

როგორც სააგენტო წერს, მმართველი პარტიის ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იყო საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი, განაცადა, რომ კენჭისყრის ჩავარდნის გამო „იმედგაცრუებულია“, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამის არ სჯერათ.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ მასალას უძღვნის სააგენტო „ფრანს პრესიც“.

მედიასაშუალების ცნობით, ეს ბოლო წლების განმალობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია იყო. „ფრანს პრესის“ ჟურნალისტების შეფასებით, აქციაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

„ჩვენ ვითხოვთ მთავრობის გადადგომას, დროებითი კაბინეტის დანიშვნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით. ასევე, ვითხოვთ პლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, – აცხადებს „ფრანს პრესთან“ ინტევრიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

Maverick ბებერი ბოზი "ევროპა" ბოზობას ვერ ელევა!!!...
4 წლის უკან