“ბიძინას გოშია“ - მერაბ ქვარაია აქციის წევრებმა პარლამენტში არ შეუშვეს

“ბიძინას გოშია“ - მერაბ ქვარაია აქციის წევრებმა პარლამენტში არ შეუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში არ შეუშვეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარია.

მას აქციის მონაწილეებმა „ბიძინას გოშია“ და „მონა“ უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის შემდეგ დეპუტატმა პარლამენტის ტერიტორია პოლიციელების დახმარებით დატოვა. მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

სოციალისტი რაც ნაძირალა იყო საქართველოში ყველა პარლამენტის ირგვლივ შეიკრიბა! ამ ევრონაცებმა და ნაცებმა ახალგაზრდების ერთი ჯგუფი კრიმინალურ ბრბოდ გადააქციეს. დიდი ვლილი მიუძღვით მტრული ტელევიზიების წარმომადგენელ ე.წ. ჯურნალისტებს, ჩვეულებრი გაუზრდელ, უვიც გოგოშკებს და ბიჭუნებს! ამათი ადგილი არის შრომა გასწორების კოლონიებში!
5 წლის უკან